OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 60

AR1715434სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 ოქტომბერი, 2019- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4730103
გადაწყვეტილების თარიღი
29 ოქტომბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა ბუბუტეიშვილი
ორგანიზაცია
6584
დეველოპერი (ს/კ)
205263258

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.032.914
მესაკუთრე
შპს "ედვაიზ ჯგუფი" (205263258)
ფართობი
1 508 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1715434
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
29 ოქტომბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 29 ოქტომბერს №AR1715434 განცხადებით მომართა ბექა ბუბუტეიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სამხედრო გზის შესახვევი N2, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.72.14.032.914) №01/1 შენობის რეკონსტრუქციის (ოფისი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2018 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 11 ოქტომბრის №AR1636905 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 18 (თვრამეტი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2018 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით “. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 21 ივნისის ჩათვლით.“ სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4313833 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4730103 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა