ქალაქი თბილისი , შანდორ პეტეფის N15 , წულუკიძის N20 , თბოსადგურის მიმდებარედ , (ნაკვეთი N 005/033)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4761066
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 ნოემბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 29 ოქტომბერი, 2018 – 29 ოქტომბერი, 2020
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გურამ თავაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405184697
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.10.005.088
- მესაკუთრე
- შპს "ურბან დეველოფმენთს" (405184697)
- ფართობი
- 2 095 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.10.005.088საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1716067
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 31 ოქტომბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 ნოემბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 31 ოქტომბერს №AR1716067 განცხადებით მომართა გურამ თავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, შანდორ პეტეფის ქუჩა №15, წულუკიძის ქუჩა №20-ში, (ს/კ N01.17.10.005.088) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 29 ოქტომბრის №4237751 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულის შესწორებას, კერძოდ: განმცხადებელს სურს ავტოსადგომების ფართობად 1691.6კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 1490.3 კვ.მ და დაემატოს ასევე გარე ავტოსადგომების ფართი 228.9 კვ.მ, ასევე განმარტავს, რომ 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებით შეთანხმებული გეგმებზე საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობები არასწორად იქნა მითითებული და ითხოვს აღნიშნულის შესწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომების საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1490.3; საერთო ფართად დაფიქსირდეს 11080.8 კვ.მ. დაემატოს გარე ავტოსადგომების ფართი 228.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებით შეთანხმებული 0.00; +10.80; +13.95; +17.10; +20.25; +26.55; +29.7; +32.85; +36.00 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 31 ოქტომბერს №AR1716067 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში 0.00; +10.80; +13.95; +17.10; +20.25; +26.55; +29.7; +32.85; +36.00 ნიშნულებზე წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 ნოემბერი, 2019გადაწყვეტილება4761066 - თანხმობა
- 31 ოქტომბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა