OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სანდრო ახმეტელის ქუჩა N 10ა/ლუბლიანას ქუჩა N1

AR1716233სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 ნოემბერი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4737169
გადაწყვეტილების თარიღი
4 ნოემბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლუკა გოგლიძე
დეველოპერი (ს/კ)
201945262

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.02.010.083
მესაკუთრე
შპს "ქართული ფილმი-უძრავი ქონება" (201945262)
ფართობი
74 942 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1716233
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 ნოემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 ნოემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 01 ნოემბერს №AR1716233 განცხადებით მომართა ლუკა გოგლიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი-დიდუბე, სანდრო ახმეტელის ქუჩა N10ა/ლუბლიანას ქუჩა N1-ში, შპს „ქართული ფილმი-უძრავი ქონება“ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.13.02.010.083) ავტოსამრეცხაოს და მისი დამხმარე ფუნქციის ობიექტის 16/10/2019წ. №4709813 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში საპროექტო ობიექტად „ავტოსამრეცხაოს და მისი დამხმარე ფუნქციის ობიექტის“ ნაცვლად დაფიქსირებულია „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი”. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 16 ოქტომბრის №4709813 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი– დიდუბე , სანდრო ახმეტელის ქუჩა N 10ა -ში, შპს "ქართული ფილმი-უძრავი ქონება"-ს საუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ( საკ.კოდით N 01.13.02.010.083) ავტოსამრეცხაოს და მისი დამხმარე ფუნქციის ობიექის არქიტექტურული პროექტი. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანებაში და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „1. გაიცეს: ქ. თბილისში, სექტორი-დიდუბე, სანდრო ახმეტელის ქუჩა N10ა/ლუბლიანას ქუჩა N1-ში, შპს „ქართული ფილმი-უძრავი ქონება“ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.13.02.010.083) ავტოსამრეცხაოს და მისი დამხმარე ფუნქციის ობიექტის 16/10/2019წ. №4709813 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა.“ სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4729794 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 ნოემბერი, 2019გადაწყვეტილება4737169 - თანხმობა
  3. 1 ნოემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა