OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , კახეთის გზატკეცილი N153

AR1716821სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 ნოემბერი, 2019- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4738987
გადაწყვეტილების თარიღი
5 ნოემბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თამაზ ნინუა
დეველოპერი (ს/კ)
204471561

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.15.005.078
მესაკუთრე
შპს "ნობლექსი" (204471561)
ფართობი
3 204 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1716821
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 ნოემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 5 ნოემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 05 ნოემბერს NAR1716821 განცხადებით მომართა თამაზ ნინუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანებით ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილი N153-ში, N01.19.15.005.078 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მსუბუქი კონსტრუქციის დროებითი უნივერსალური მაღაზია და საგამოფენო დარბაზის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ფუნქციური ზონების და „განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების” ველებში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის (სსზ-2) ნაცვლად დაფიქსირებულია საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2). შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.19.15.005.078) ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანებაში და ფუნქციური ზონა (ზონები)“-ის ველში ჩანაწერის“ „საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2) — დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს;“ ნაცვლად დაფიქსირდეს: „საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) — მაღალი ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს; სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანების „განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების” ველში საცხოვრებელი ზონა 2-ის (სზ-2) პარამეტრების ნაცვლად დაფიქსირდეს: „სსზ-2 განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 - 4,6 კოეფიციენტი კ-3 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე — მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის №4665553 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 5 ნოემბერი, 2019გადაწყვეტილება4738987 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა