OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N15.

AR1717056სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 ნოემბერი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4745954
გადაწყვეტილების თარიღი
11 ნოემბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ჩირაძე
დეველოპერი (ს/კ)
404465529

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.010.030
მესაკუთრე
შპს მ2 (404465529)
ფართობი
8 540 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1717056
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 ნოემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 ნოემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 06 ნოემბერს NAR1717056 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.14.010.030) მრავალფუნქციური კომპლექსის (კომერციული, საოფისე, სასტუმრო, საცხოვრებელი), ბლოკი B,C,E, კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანებით შეთანხებული არქიტექტურული პროექტის +72.60 ნიშნულის გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, +72.60 ნიშნულის გეგმაზე დატანილი საოფისე ფართობი და ამავე გეგმაზე ექსპლიკაციებში დაფიქსირებული იგივე ფუნქციის ფართობები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული შეცდომის გასწორებას და +72.60 ნიშნულის გეგმის წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +72.60 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის №4663575 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 11 ნოემბერი, 2019გადაწყვეტილება4745954 - თანხმობა
  3. 6 ნოემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა