ქალაქი თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N122
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4774400
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 დეკემბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- იასონ ლეჟავა
- ორგანიზაცია
- 5543
- დეველოპერი (ს/კ)
- 206097338
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.11.029.074
- მესაკუთრე
- შპს "ლერწამი" (206097338)
- ფართობი
- 2 917 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.11.029.074საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1719653
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 ნოემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 19 ნოემბერს №AR1719653 განცხადებით მომართა იასონ ლეჟავამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებით შეთანხმდეს ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N122-ში, შპს „ლერწამი“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N 01.17.11.029.074) არსებული №01/3; №02/2; №03/1; №04/1; №05/1; №06/1 შენობების დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის მშენებლობის ნებართვა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 ნოემბრიდან 2020 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მიუთითებს, რომ აღნიშნული ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს 07/1 შენობის დემონტაჟიც. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს №AR1719653 განცხადებაზე წარმოდგენილ სადემონტაჟო სამუშაოთა პროექტში გათვალისწინებულია №01/3; №02/2; №03/1; №04/1; №05/1; №06/1 და №07/1 შენობების დემონტაჟი. აღნიშნული №07/1 შენობა მონიშნულია ასევე განცხადებაზე წარმოდგენილ გენგენმაზე და 2019 წლის 07 ნოემბრის შპს ,,კოლხა - 07’’-ის მიერ გაცემულ საექსპერტო შეფასებაში, შესაბამისად სამსახურმა მიზანშწონილად მიაჩნია გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შეთანხმდეს ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №122-ში, შპს „ლერწამი“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.11.029.074) არსებული №01/3; №02/2; №03/1; №04/1; №05/1; №06/1 და №07/1 შენობების დემონტაჟის პროექტი’’. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანებასთან ერთად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №4750705 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 დეკემბერი, 2019გადაწყვეტილება4774400 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა