ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა ; ქალაქი თბილისი , ზურგოვანის ტერიტორია ; ქალაქი თბილისი , სოფელი ზურგოვანი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4776305
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 დეკემბერი, 2019
- შედეგი
- სხვა
- მშენებლობის ვადა
- 27 ნოემბერი, 2019 – 27 ნოემბერი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ივანე მირცხულავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 400242901
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.014.798
- მესაკუთრე
- შპს "ეპიკ ზურგოვანა" (402027551)
- ფართობი
- 4 241 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.014.798საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1720522
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 24 ნოემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 დეკემბერი, 2019გადაწყვეტილება4776305 - სხვა
- 3 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
2019 წლის 24 ნოემბრის №AR1720522 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 24 ნოემბრის №AR1720522 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4722501 ბრძანებაში ტექნიკიური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4722501 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში, ზურგოვანას ტერიტორიაზე, სოფელ ზურგოვანაში, შპს „პრუდენტ ინვესტმენტ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.798), ხუთი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 27 ნოემბრის №4767345 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2021 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4722501 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 4616.0კვ.მ-ის ნაცვლად 461.6კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 1926.0კვ.მ-ის ნაცვლად 192.6კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7647.5კვ.მ-ის ნაცვლად 1759.7კვ.მ-ის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ მოთხოვნის ტექსტში დაფიქისრებული საზაფხულო ფართობის ჯამი არ ემთხვევა 2019 წლის 28 ოქტომბრის №4722501 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაფიქსირებულ საზაფხულო ფართობის ჯამს, საჭიროა შესწორდეს საზაფხულო ფართობი ან წარმოდგენილ იქნას შეთანხმებული გეგმები ექსპლიკაციებით შესწორებული საზაფხულო ფართობების დატანით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი-) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ვინაიდან, მოთხოვნის ტექსტში დაფიქისრებული საზაფხულო ფართობის ჯამი არ ემთხვევა 2019 წლის 28 ოქტომბრის №4722501 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაფიქსირებულ საზაფხულო ფართობის ჯამს, საჭიროა შესწორდეს საზაფხულო ფართობი ან წარმოდგენილ იქნას შეთანხმებული გეგმები ექსპლიკაციებით შესწორებული საზაფხულო ფართობების დატანით. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 24 ნოემბრის №AR1720522 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7).
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა