OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ფერდობი, IV მიკრო/რაიონი, N 19გ

AR1720788სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 ნოემბერი, 2019- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4798111
გადაწყვეტილების თარიღი
19 დეკემბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
21 ოქტომბერი, 2019 – 21 იანვარი, 2020
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თორნიკე მაისურაძე
დეველოპერი (ს/კ)
405017627

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.02.004.039
მესაკუთრე
სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
ფართობი
834 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1720788
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 ნოემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 28 ნოემბერს №AR1720788 განცხადებით მომართა თორნიკე მაისურაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ფერდობი ნუცუბიძე, მიკრო/რაიონი IV, კორპუსი 19ა-ს მიმდებარედ, №01.14.02.004.039 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საერთო ფართობად 3358.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას ნაცვლად 3383.8 კვ.მ-ისა, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 322.46 კვ.მ-ის დაფიქსირებას ნაცვლად 332.5 კვ.მ-ისა, სარდაფის ფართობად 122.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას ნაცვლად 137.7 კვ.მ-ისა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებაში საერთო ფართობად მითითებული უნდა იყოს 3358.0 კვ.მ ნაცვლად 3383.8 კვ.მ-ისა, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 322.4 კვ.მ, ნაცვლად 332,5 კვ.მ-ისა, სარდაფის ფართობად 122.0 კვ.მ ნაცვლად 137.7 კვ.მ-ისა. ამასთან, არ იცვლება გეგმები, ხდება გეგმებზე ფართების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებაში და საერთო ფართობად მიეთითოს 3358.0 კვ.მ, სარდაფის ფართობად 122.0 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 322.4 კვ.მ სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის №4717374 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ოქტომბრის 4717374 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 დეკემბერი, 2019გადაწყვეტილება4798111 - თანხმობა
  3. 25 ნოემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა