ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , ვახუშტის ხიდთან , (ნაკვეთი N16/73)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4798065
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 დეკემბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევანი წერეთელი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405222744
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.016.073
- მესაკუთრე
- ბაჩანა ადამია (P/N: *********32) (P/N: *********32)
- ფართობი
- 1 767 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.016.073საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-3
- K1
- 0,7
- K2
- 0
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1721270
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 ნოემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 28 ნოემბერს NAR1721270 განცხადებით მომართა ლევანი წერეთელმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდთან, (ნაკვეთი N16/73), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.10.13.016.073), ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო 2018 წლის 31 იანვრის №3799387 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვრიდან 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №3877124 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 9000.7 კვ.მ, საოფისე ფართობი: 5486.0 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1071.3 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 359.6 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 2002.0 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 28 თებერვალს №AR1580890 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 1071.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 781.8 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 359.6 კვ.მ-ის ნაცვლად 649.1 კვ.მ. რაც არ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 781.8 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 649.1 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №3686503 და 2018 წლის 21 მარტის №3877124 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 დეკემბერი, 2019გადაწყვეტილება4798065 - თანხმობა
- 27 ნოემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ახალი ტექნიკური გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა