OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 7ბ

AR1721454სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 ნოემბერი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4809590
გადაწყვეტილების თარიღი
30 დეკემბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ამისულაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
402022459

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.34.002.126
მესაკუთრე
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
ფართობი
3 419 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1721454
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
29 ნოემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
31 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 დეკემბერი, 2019გადაწყვეტილება4809590 - თანხმობა
  2. 30 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 29 ნოემბერს №AR1721454 განცხადებით მომართა გიორგი ამისულაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კაიროს ქუჩის მიმდებარედ ნაკვეთი 02/126, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.19.34.002.126), მრავალბინიანი საცხოვრებელი 2 სახლის და დამხმარე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) დაფიქსირდა სამივე შენობისთვის დამოუკიდებლად: საერთო ფართობი: „ა“ ბლოკი - 7308.40კვ.მ.; „ბ“ ბლოკი - 10681.80კვ.მ.; „ც“ ბლოკი - 56.60კვ.მ. მათ შორის: საცხოვრებელი ფართობი: „ა“ ბლოკი - 4683.90კვ.მ.; „ბ“ ბლოკი - 7273.60კვ.მ. საზაფხულო ფართობი: „ა“ ბლოკი - 833.30კვ.მ.; „ბ“ ბლოკი - 681.20კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: „ა“ ბლოკი - 1155.50კვ.მ.; „ბ“ ბლოკი - 1250.40კვ.მ. დამხმარე ფართობი: „ც“ ბლოკი - 56.60კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: „ა“ ბლოკი - 635.7კვ.მ.; „ბ“ ბლოკი - 1476.6კვ.მ. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 08 ივლისიდან 2022 წლის 08 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებით შეთანმხებული ფასადების ფაილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ფაილის, წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ფასადების გასწორებული ფაილით ჩანაცვლებას. სამსახურმა შეამოწმა განმცხადებლის მიერ 2019 წლის 29 ნოემბრის №AR1721454 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი შესწორებული შენობა-ნაგებობის ფასადები და ფოტომონტაჟები და დაადგინა, რომ წარმოდგენილი ფასადები და ფოტომონტაჟები შესაბამისობაშია სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული შენობა-ნაგებობის ფასადები და ფოტომონტაჟები ჩანაცვლდეს 2019 წლის 29 ნოემბრის №AR1721454 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ფასადებით და ფოტომონტაჟებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №4570533 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 27 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 24 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
  5. 23 დეკემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
  6. 28 ნოემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა