ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინო აბაშიძე-ორბელიანი N55ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4796248
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 დეკემბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 15 ივლისი, 2019 – 15 ივლისი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზვიად სებისკვერაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405193909
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.056.057
- მესაკუთრე
- პერეტს დოვრატ (P/N: *********15)
- ფართობი
- 2 117 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.056.057საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1723627
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 დეკემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 10 დეკემბერს №AR1723627 განცხადებით მომართა ზვიად სებისკვერაძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში, ქალაქ თბილისში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე №55ა-ში მდებარე, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: № 01.72.14.056.057), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 15 ივლისის №4588894 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ცვლილების შეტანას, კერძოდ: განმცხადებელს სურს საერთო ფართობად 4721.1კვ.მ-ის ნაცვლად 4933,1კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 3367.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3360,8 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 99.5 კვ.მ-ის ნაცვლად 89,8კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 685.0კვ.მ-ის ნაცვლად 676,6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 409.8კვ.მ-ის ნაცვლად 424,5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე ითხოვს 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს ავტოსადგომის ფართობი 221.6 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4933,1 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 3360,8კვ.მ, საზაფხულო ფართობად 676,6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 424,5კვ.მ, კომერციულ ფართობად 89,8კვ.მ, ასევე აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს ავტოსადგომის ფართობი 221,6 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 10 დეკემბრის №AR1723627 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 30 მაისის №4522680 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 დეკემბერი, 2019გადაწყვეტილება4796248 - თანხმობა
- 17 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
- 17 დეკემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
- 12 დეკემბერი, 2019ქალაქის პასუხი
- 12 დეკემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
- 9 დეკემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა