OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , არაყიშვილის II ჩიხი , N 1-3-5

AR1726811სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება31 იანვარი, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4872312
გადაწყვეტილების თარიღი
24 თებერვალი, 2020
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით მაღრაძე
დეველოპერი (ს/კ)
406113003

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.042.059
მესაკუთრე
თამარ ოზბეთელაშვილი (P/N: *********36)
ფართობი
416 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1726811
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
31 იანვარი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
24 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 31 იანვარს NAR1726811 განცხადებით მომართა დავით მაღრაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, არაყიშვილის II ჩიხი, N1-3-5, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.11.042.059), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 01 თებერვლის №3800235 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, არაყიშვილის II ჩიხი, N1-3-5-ში მდებარე მშენებლობადამათავრებული ობიექტის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის Nბ-19/01171812293-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ–სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1250.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1244.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 160.4 კვ.მ-ის ნაცვლად 157.3 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების მიხედვით საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 1250.8 კვ.მ-ს, ხოლო საზაფხულო ფართობი -160.4 კვ.მ-ს, რაც ასევე ასახულია სამსახურის 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, საცხოვრებელ და საზაფხულო ფართობებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია განცხადების დაკმაყოფილებისა და 2014 წლის 22 მაისის №1284955 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 თებერვალი, 2020გადაწყვეტილება4872312 - უარი
  3. 27 დეკემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა