OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , რესპუბლიკურ თვალის კლინიკასა და კრწანისის II-ჩიხს შორის, (ნაკვ. 18/24)

AR1727226სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება31 დეკემბერი, 2019- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4851249
გადაწყვეტილების თარიღი
6 თებერვალი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე კვარაცხელია
დეველოპერი (ს/კ)
202446246

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.018.052
მესაკუთრე
შპს "კავკასიის პოინტ ჯგუფი'' (202446246)
ფართობი
6 960 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1727226
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
31 დეკემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
37 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 ივლისის №4085602 და 2018 წლის 28 ივნისის №4039132 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 31 დეკემბერს №AR1727226 განცხადებით მომართა ალექსანდრე კვარაცხელიამ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 24 ივლისის №4085602 და 2018 წლის 28 ივნისის №4039132 ბრძანებებში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ №1 სახლთან მიმართებაში სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №4039132 ბრძანებით ქ. თბილისში, რესპუბლიკურ თვალის კლინიკასა და კრწანისის II-ჩიხს შორის, (ნაკვ. 18/24) შპს "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.06.018.052), მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი №1) და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 ივნისიდან 2020 წლის 28 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი" (საიდენტიფიკაციო კოდი.: 202446246). №4 სახლთან მიმართებაში, 2018 წლის 24 ივლისის №4085602 ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი №4) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო (ს/კ: №01.18.06.018.052) გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 ივლისიდან 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი" (საიდენტიფიკაციო კოდი.: 202446246). წინამდებარე განცხადებით განმცხადებელს სურს 2018 წლის 28 ივნისის №4039132 და 2018 წლის 24 ივლისის №4085602 ბრძანებებში ცვლილების შეტანა და შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ის ნაცვლად შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია: №882019074272; მომზადების თარიღი: 04/02/2019), ქალაქ თბილისში, რესპუბლიკური თვალის კლინიკასა და კრწანისის II-ჩიხს შორის (ნაკვ.18/24) №01.18.06.018.052 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი" (საიდენტიფიკაციო კოდი: 202446246), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მაია რჩეულიშვილი. 2019 წლის 31 დეკემბრის №AR1727226 განცხადებაზე წარმოდგენილია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს დირექტორის მაია რჩეულიშვილის მიერ პაატა სვანიძის სახელზე გაცემული 2013 წლის 14 ივლისის მინდობილობა (რეგისტრაციის თარიღი: №130709568), რომლის თანახმად პაატა სვანიძე უფლებამოსილია იყოს შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს დირექტორის მაია რჩეულიშვილის სრულუფლებიანი წარმომდგენელი ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. ასევე წარმოდგენილია შ.პ.ს. "კავკასიის პოინტ ჯგუფი"-ს დირექტორის უფლებამოსილი წარმომადგენლის პაატა სვანიძის მიერ გაცემული 2020 წლის 04 თებერვლის თანხმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №2001121401) სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის №4039132 და 2018 წლის 24 ივლისის №4085602 ბრძანებებში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 31 დეკემბრის №AR1727226 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსსა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340) (მშენებელი) და შპს კავკასიის პოინტ ჯგუფს (საიდენტიფიკაციო კოდი.: 202446246) (მესაკუთრე) შორის დადებული 2016 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულება. განცხადებაზე ასევე წარმოდგენილია შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340) დირექტორის მურმან ხაზალიას მიერ განცხადებლის ალექსანდრე კვარაცხელიას სახელზე გაცემული 2020 წლის 15 იანვრის მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 ივლისის №4085602 და 2018 წლის 28 ივნისის №4039132 ბრძანებებში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ვენა დეველოპმენტ ალიანსი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405159340). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 ივლისის №4085602 და 2018 წლის 28 ივნისის №4039132 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 ივლისის №4085602 და 2018 წლის 28 ივნისის №4039132 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 თებერვალი, 2020გადაწყვეტილება4851249 - თანხმობა
  3. 5 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი
  4. 5 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა
  5. 31 დეკემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა