ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , N 51/2
- სიმაღლე
- 26,1 მ
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
დამკვეთი
- სახელი
- დავით ოდიშელიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204861961
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- ირინე შოთაძე
- ორგანიზაცია
- შ.პ.ს „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 204861961
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- მამუკა ხარაზიშვილი
- პირადი ნომერი
- *********37
- ორგანიზაცია
- შ.პ.ს „მეტი“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 443860680
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- მამუკა ხარაზიშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.01.132.002
- მესაკუთრე
- შპს "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (204861961) (204861961)
- ფართობი
- 1 463 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.01.132.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1727524
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 6 იანვარი, 2020
- სახეობა
- ვადაგაუსვლელი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: თქვენ მიერ წარმოდგენილ არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოებითა და სამსხურში #AR1727524 განაცხადზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ საპროექტო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებენ მშენებლობის ახალ ნებართვას. ამასთან, ზემოაღნიშნული დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25 პრიმა მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. აქედან გამომდინარე, სამსახური ვერ განიხილავს ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების საკითხს და ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას. საჭიროა, შესაბამისი ელექტრონული განაცხადით მომართოთ სამსახურს შეთანხმებული პროექტის კორექტირებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და დამატებით ფაილში წარმოადგინოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილება სამშენებლო–სამართალდარღვევის საქმეზე და შესაბამისი დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აქვე გაცნობებთ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის №327 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირების გზით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს ნებართვის გაცემის პროცედურა თავიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20% მეტად, ან ობიექტის ფუნქციის ცვლილება, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, განისაზღვრა გამონაკლისი, კერძოდ, განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრველდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა