OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 9

AR1728236სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება10 იანვარი, 2020- თელეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4835921
გადაწყვეტილების თარიღი
27 იანვარი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ქეთევან ხუროძე
ორგანიზაცია
29675
დეველოპერი (ს/კ)
204380035

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.04.002.004
მესაკუთრე
შპს "თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი" (204380035)
ფართობი
10 469 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1728236
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
10 იანვარი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
6

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 10 იანვარს NAR1728236 განცხადებით მომართა ქეთევან ხუროძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში (სექტორი -კრქწანისი), გორგასლის ქ. N9-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 17 დეკემბრიდან 2020 წლის 23 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანების განმარტებით ბარათში დაფიქსირებულია „ა“ და „ბ“ ბლოკების საერთო ფართობები. ამჯერად კი მოთხოვნილია მაჩვენებლების ცალ-ცალკე დაფიქსირება შესაბამისი ბლოკების მიხედვით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882019697889 მომზადების თარიღი: 02/09/2019 16:18:16) მიხედვით, N01.18.04.002.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ (204380035). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B19062712, მომზადების თარიღი: 05/06/2019 10:32:52), შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“-ს (204380035) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლაშა ქევანიშვილი (პ/ნ: 01024006506). სამსახურში წარმოდგენილია ლაშა ქევანიშვილის მიერ ქეთევან ხუროძის სახელზე გაცემული 2019 წლის 04 სექტემბრის მინდობილობა. სამსახურმა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში არსებულ განმარტებით ბარათში, არსებული და საპროექტო შენობების ფართობები დაფიქსირებულია შესაბამისი ბლოკების მიხედვით, ცალ-ცალკე. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით ხდება საპროექტო შენობის ფართობების ცვლილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში დაფიქსირებული შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებაში. კერძოდ: 1.1 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული განმარტებითი ბარათი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი განმარტებითი ბარათით. 1.2 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი საპროექტო გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793205 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 იანვარი, 2020გადაწყვეტილება4835921 - თანხმობა
  3. 24 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
  4. 24 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
  5. 23 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
  6. 23 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
  7. 20 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
  8. 20 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
  9. 17 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
  10. 17 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
  11. 15 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
  12. 15 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
  13. 10 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა