ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 24ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4823816
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 იანვარი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი გუჯაბიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404480101
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.34.002.190
- მესაკუთრე
- შპს ისანი კომფორტი (404480101)
- ფართობი
- 3 231 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.34.002.190საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1728747
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 14 იანვარი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 14 იანვარს NAR1728747 განცხადებით მომართა გიორგი გუჯაბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამზირი მოსკოვი, N24ა-ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.19.34.002.190), მრავალფუნქციური სავაჭრო, საოფისე, საცხოვრებელი (ბლოკი N2) შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 09 დეკემბრის №4783457 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 10 იანვრის №4817887 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის № 4513280 გადაწყვეტილბაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 5739,4 კვ.მ, სარდაფის ფართობი: 294.0 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობი: 2186.7კვ.მ. ასევე, -3.00; +3.20; +6.40; +9.60 და +28.80 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 27 დეკემბრის №AR1726778 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი უნდა იყოს 2186.7 კვ.მ, სარდაფის ფართობი 293.4 კვ.მ. რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და შეადგენს 5738.8 კვ.მ-ს სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილებაში საცხოვრებელი ფართობი უკვე დაფიქსირებულია 2186.7 კვ.მ (2020 წლის 10 იანვრის №4817887 ბრძანებით). შესაბამისად, სამსახური მოკლებულია აღნიშნული ფართობის ხელმეორედ დაფიქსირების შესაძლებლობას. რაც შეეხება, სარდაფის და საერთო ფართობებს, სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: სარდაფის ფართობი: 293.4 კვ.მ, საერთო ფართობი: 5738.8 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4513280 გადაწყვეტილებასთან და 2020 წლის 10 იანვრის №4817887 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 იანვარი, 2020გადაწყვეტილება4823816 - თანხმობა
- 14 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
- 14 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა