OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ვანი , N 4

AR1730259სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 იანვარი, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4841798
გადაწყვეტილების თარიღი
30 იანვარი, 2020
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
22 აგვისტო, 2018 – 22 აგვისტო, 2020
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნონა ლაცაბიძე
დეველოპერი (ს/კ)
406250186

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.06.006.064
მესაკუთრე
შპს "ოცნების სახლი" (406124536)
ფართობი
1 948 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1730259
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 იანვარი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 23 იანვარს №AR1730259 განცხადებით მომართა ნონა ლაცაბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, ქუჩა ვანი N4, N01.13.06.006.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 22 აგვისტოს N4132116 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 22 აგვისტოდან 2020 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირებულია 879.47 კვ.მ ნაცვლად 877.61 კვ.მ-ისა, შესაბამისად საერთო ფართობად 10844.37 კვ.მ ნაცვლად 10842.51 კვ.მ-ისა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებაში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 879.47 კვ.მ-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 877.61 კვ.მ, შესაბამისად საერთო ფართობად 10844.37 კვ.მ-ის ნაცვლად 10842.51 კვ.მ. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: N892018670249, მომზადების თარიღი: 02/08/2018) თანახმად, N01.13.06.006.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორი“ (N406250186). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B18074266, 12/07/2018) თანახმად შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორი“-ს (N406250186 ) დირექტორს წარმოადგენს ნონა ლაცაბიძე (პირადი: N57001049105). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებაში და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მიეთითოს 877.61 კვ.მ, შესაბამისად საერთო ფართობად 10842.51 კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 იანვრის №3775282 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 იანვარი, 2020გადაწყვეტილება4841798 - თანხმობა
  3. 22 იანვარი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა