OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ბარნოვის ქუჩა N183

AR1731176სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 იანვარი, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4839111
გადაწყვეტილების თარიღი
29 იანვარი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დიმიტრი ვაჩნაძე
ორგანიზაცია
43565
დეველოპერი (ს/კ)
205255551

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.023.035
მესაკუთრე
გოგუცა ხაზარაძე (P/N: *********78)
ფართობი
466 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1731176
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 იანვარი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 იანვარი, 2020გადაწყვეტილება4839111 - თანხმობა
  2. 29 იანვარი, 2020ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 28 იანვარს NAR1731176 განაცხადით მომართა დიმიტრი ვაჩნაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი (ვაკე), ბარნოვის ქ. N183-ში, მოქ. მოქ. გოგუცა ხაზარაძის, ზურაბ ვაშაკიძის, თამარ ასათიანის და იზოლდა ხაზარაძის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.11.023.035), მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, კომერციული) შენობა–ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 22 იანვრიდან 2016 წლის 22 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდნენ თამარ ასათიანი, ზურაბ ვაშაკიძე, იზოლდა ხაზარაძე და გოგუცა ხაზარაძე. სამახურის 2019 წლის 11 იანვრის №ბ60.01190111 ბრძანებით გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 11 იანვრიდან 2021 წლის 11 აპრილის ჩათვლით, 2018 წლის 06 დეკემბრის №22/01183402885-60 განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად თამარ ასათიანის, ზურაბ ვაშაკიძის, იზოლდა ხაზარაძის და გოგუცა ხაზარაძის ნაცვლად შპს „ჰაუსარტ - ლუქსი“-ს (205255551) დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: N882020027064, მომზადების თარიღი: 20/01/2020 15:00:14) თანახმად, N01.14.11.023.035 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰაუსარტ - ლუქსი“ (205255551). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18131869, მომზადების თარიღი: 02/10/2018 16:58:57), შპს „ჰაუსარტ - ლუქსი“-ს (205255551 ) დირექტორს წარმოადგენს დიმიტრი ვაჩნაძე (პ/ნ: 01008009697) . საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰაუსარტ - ლუქსი“ (205255551), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ჰაუსარტ - ლუქსი“-ს (205255551) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანებაში და დამკვეთად თამარ ასათიანის, ზურაბ ვაშაკიძის, იზოლდა ხაზარაძის და გოგუცა ხაზარაძის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ჰაუსარტ - ლუქსი“ (205255551). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის №1697394 და 2019 წლის 11 იანვრის №ბ60.01190111 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა