ქალაქი თბილისი , დასახლება აეროდრომი , ქუჩა VI , ნაკვეთი 05/047 ; ქალაქი თბილისი , შანდორ პეტეფის N15 , წულუკიძის N20 , თბოსადგურის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4884042
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 მარტი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ლაზარიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405164600
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.10.005.057
- მესაკუთრე
- ემზარ რამიშვილი (P/N: *********78)
- ფართობი
- 1 975 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.10.005.057საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1732487
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 თებერვალი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 29 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 მარტი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 04 თებერვალს №AR1732487 განცხადებით მომართა ირაკლი ლაზარიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, აეროდრომის დასახლება VI ქუჩა, ნაკვეთი 05/047; ქალაქ თბილისში, შანდორ პეტეფის №15, წულუკიძის №20, თბოსადგურის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.10.005.057) მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4686744 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 სექტემბრიდან 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 7387.9კვ.მ-ის ნაცვლად 7362.7კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 2955.6კვ.მ-ის ნაცვლად 2871კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 1357.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1356.2კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 778.3 კვ.მ-ის ნაცვლად 840.5 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 785.9კვ.მ-ის ნაცვლად 783.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 131.9კვ.მ-ის ნაცვლად 128.9კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 815.0კვ.მ-ის ნაცვლად 818.9კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს საერთო ფართობი 7362.7, საცხოვრებელი ფართობი 2871 კვ.მ, საოფისე ფართობი 1356.2კვ.მ, საზაფხულო ფართობი 840.5 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 783.6 კვ.მ, დამხმარე ფართობი 128.9კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 818.9კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2020 წლის 04 თებერვლის №AR1732487 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 06 სექტემბრის №4660637 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 მარტი, 2020გადაწყვეტილება4884042 - თანხმობა
- 28 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი
- 25 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა
- 4 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა