OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება საქნავთობი , ქუჩა ჭირნახული

AR1732905სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 თებერვალი, 2020- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4850885
გადაწყვეტილების თარიღი
6 თებერვალი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი გაჩეჩილაძე
დეველოპერი (ს/კ)
404547996

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.14.004.222
მესაკუთრე
შპს "ქოჩკაბლო" (404547996)
ფართობი
6 688 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1732905
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 თებერვალი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 5 თებერვალს №AR1732905 განცხადებით მომართა ირაკლი გაჩეჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 სექტემბრის №4185604 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება საქნავთობი, ქუჩა ჭირნახული, №01.19.14.004.222 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო-ქარხანის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 სექტემბრიდან 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2018 წლის 24 სექტემბრის №4185604 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა, კერძოდ „2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირებული უნდა იყოს „2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით“. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს №AR1703114 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 4.5 თვეზე და სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, თუმცა ბრძანებაში დაფიქსირდა არასწორად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე ირაკლი გაჩეჩილაძის 2020 წლის 5 თებერვლის №AR1732905 განცხადება. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებაში, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 სექტემბრის №4185604 ბრძანებაში: ბრძანების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით". ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4684706 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 თებერვალი, 2020გადაწყვეტილება4850885 - თანხმობა
  3. 5 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა