OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, N 40ა

AR1732907სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 თებერვალი, 2020- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4859917
გადაწყვეტილების თარიღი
13 თებერვალი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
შალვა მიქელაძე
დეველოპერი (ს/კ)
205267423

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.008.126
მესაკუთრე
შპს "სისტემ ნეტ" (205267423)
ფართობი
3 781 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1732907
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 თებერვალი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 6 თებერვალს №AR1732907 განცხადებით მომართა შალვა მიქელაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებით დამტკიცდა, ქ. თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N40ა, №01.14.05.008.126 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ორი ან მეტი ფუნქციის მქონე ობიექტის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა ფუნქციური ზონა, კერძოდ ნაცვლად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1)-ისა დაფიქსირდა საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6). სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით №01.14.05.008.126 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1), თუმცა 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებაში დაფიქსირდა არასწორად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებაში: 1.1.ფუნქციურ ზონად დაფიქსირდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) - საშუალო ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. 1.2 ნორმატიულ ფასად დაფიქსირდეს 68 ლარი; 1.3 განაშენიანების რეგულირების პარამეტრებად დაფიქსირდეს კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები: განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5* / 0,7 კოეფიციენტი კ-2 3,5 კოეფიციენტი კ-3 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 600 / 700 * კვ.მ მინიმალური სიგანე 15 / 20 * მეტრი მინიმალური სიღრმე 25 / 30 * მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 იანვრის №4840764 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 თებერვალი, 2020გადაწყვეტილება4859917 - თანხმობა
  3. 5 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა