ქალაქი თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 87
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4875727
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 თებერვალი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- დასრულება: 11 თებერვალი, 2020
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამარ ორმოცაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402083614
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.15.026.036
- მესაკუთრე
- შპს "თბილისი ჰაუსი" (404957230)
- ფართობი
- 837 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.15.026.036საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1734175
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 12 თებერვალი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 თებერვალი, 2020ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი NAR1734175 ელექტრონული განაცხადი, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის ქ. N87-ში, N01.10.15.026.036 საკადასტრო ერთეულზე მშენებლობას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის 07 ნოემბრის N968205 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, საბურთალოს ქ. N63-ის მიმდებარედ, N01.10.15.026.018 საკადასტრო ერთეულზე დაბალი ინტენსივობის მრავალვინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2015 წლის 27 ივლისის N2028861 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2013 წლის 07 ნოემბრის N968205 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ საკადასტრო კოდად დაფიქსირდა N01.10.15.026.036 და ნაკვეთის ფართობი მიეთითა 837 კვ.მ. 2016 წლის 26 იანვრის N2400937 ბრძანებით ქ. თბილისში, ქუჩა საბურთალო, #63-ის მიმდებარედ / ს. ცინცაძის ქუჩა #63-ის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.15.026.036), შეთანხმდა დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, რომლის საფუძველზეც 2016 წლის 11 თებერვლის N2427582 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2018 წლის 13 აგვისტოს N4118434 ბრძანებით ქ. თბილისში, ქუჩა საბურთალო , N 63-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ს.ცინცაძის ქუჩა N63-ის მიმდ, შ.პ.ს. "თბილისი ჰაუსი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.10.15.026.036) შეთანხმდა არსებული შენობების დემონტაჟის პროექტი. გაიცა დემონტაჟის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. 2018 წლის 07 თებერვლის N3806597 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2016 წლის 11 თებერვლის N2427582 ბრძანებაში, კერძოდ მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 11 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის ქ. N87-ში, (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) ამ ეტაპზე სამსახურში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 თებერვალი, 2020გადაწყვეტილება4875727 - თანხმობა
- 12 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 2020_02_12_14_09_50.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა