OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , დიდი ლილო , სოფელი დიდი ლილო

AR1736113სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 მარტი, 2020- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4894851
გადაწყვეტილების თარიღი
17 მარტი, 2020
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან კვეტენაძე
დეველოპერი (ს/კ)
404518900

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.08.16.900
მესაკუთრე
შპს "აგრო ჰოლდინგი" (404518900)
ფართობი
2 307 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1736113
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
6 მარტი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 მარტი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2020 წლის 6 მარტის AR1736113 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, დიდ ლილოში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 81.08.16.900) საწყობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ვრცელდება ზოგადი საცხოვრებელი ზონა, რომლისთვისაც არ არის დადგენილი სამშენებლოდ განვითარების კონკრეტული პარამეტრები. აქედან გამომდინარე, საკადასტრო ერთეულის სამშენებლოდ განვითარება უნდა მოხდეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით მუხლი 19– ის (სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების დადგენა ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში) მოთხოვნათა დაცვით. საცხოვრებელ ზონაში საწყობის განთავსება მოქმედი კანონმდებლობით დასაშვები არ არის. ამასთან, 81.08.16.900 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს გაუნაშენიანებელ არეალში - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №39-18 (15.03.2019) დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტურს გარეთ. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის მე-2 მუხლის მე-17 პუნტქის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული განაშენიანების კონტური წარმოადგენს საზღვარს ქალაქის განაშენიანებულ და გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს შორის და განისაზღვრება მის გარეთ არსებული ტერიტორიების საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირ პირობად. გაცნობებთ, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფუნქციური ზონის/ფუნქციური ქვეზონის ან/და განაშენიანების არსებული გარემოს შესაბამისად. ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად მასზე შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო, სხვა ფუნქციის ობიექტის განთავსებისათვის, საჭიროა მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა, ქ. თბილისში, დიდ ლილოში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 81.08.16.900) საწყობის განთავსების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.

    მეტის ჩვენება
  2. 17 მარტი, 2020გადაწყვეტილება4894851 - უარი
  3. 6 მარტი, 2020ფაილები აიტვირთა
  4. 21 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • topo agro holdingi.DWG

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა