OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ბეჟან კალანდაძის ქუჩა, N 15

AR1736612სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 თებერვალი, 2020- ოქროყანა
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4889026
გადაწყვეტილების თარიღი
9 მარტი, 2020
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
3 თებერვალი, 2020 – 3 ივნისი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ბენდელიანი
დეველოპერი (ს/კ)
406175758

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.01.002.210
მესაკუთრე
შპს ემ.ჯი. ალიანსი (406175758)
ფართობი
8 858 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1736612
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 თებერვალი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
13 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 მარტი, 2020ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 25 თებერვალს №AR1736612 განცხადებით მომართა გიორგი ბენდელიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქი თბილისში , ქუჩა ნარიმანოვის , N 12-ის მიმდებარედ, ქალაქი თბილისი, ბეჟან კალანდაძის ქუჩა, N 15, N01.18.01.002.210 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი N1-2-3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2020 წლის 3 თებერვალს N4843854 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 03 თებერვლიდან 2021 წლის 03 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის I ბლოკის +18.90 ნიშნულის გეგმაზე არასწორდა მოხდა მე-8 სართულის მითითება, ხოლო +22.05 ნიშნულის გეგმაზე მე-9 სართულის მითითება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი I ბლოკის +18.90 და +22.05 ნიშნულების გეგმები შეადარა 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ამავე ნიშნულების გეგმებს და დაადგინა, რომ არასწორად იქნა მითითებული აღნიშნულ ნიშნულებზე სართულები, კერძოდ I ბლოკის +18.90 ნიშნულის გეგმაზე მე-8 სართულის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს მე-7 სართული, ხოლო +22.05 ნიშნულის გეგმაზე მე-9 სართულის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს მე-8 სართული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებაში, კერძოდ სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებით შეთანხმებული I ბლოკის +18.90 და +22.05 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4817716 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 მარტი, 2020გადაწყვეტილება4889026 - თანხმობა
  3. 25 თებერვალი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა