ქალაქი თბილისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა N12ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4976096
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 ივნისი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ილია ხავთასი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404552382
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.36.014.570
- მესაკუთრე
- დავით პაპოშვილი (P/N: *********39)
- ფართობი
- 1 875 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.36.014.570საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1740943
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 მარტი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 ივნისი, 2020ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 18 მარტს №AR1740943 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი სამგორი, ვარკეთილი-2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს შორის (ნაკვ. 14/140), №01.19.36.014.570 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 19 სექტემბრის №4178207 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2020 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საერთო ფართობად 7694.4 კვ.მ-ის ნაცვლად 7693.7 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 5452.0 კვ.მ-ის ნაცვლად 5449.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 570.0 კვ.მ-ის ნაცვლად 571.3 კვ.მ-ის და ავტოსადგომის ფართობად 559.0 კვ.მ-ის ნაცვლად 559.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს დაადგინა, რომ 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებაში საცხოვრებელი ფართობი უნდა იყოს 5449.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობი - 571.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი - 559.4 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობი - 7693.7 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882020003409, მომზადების თარიღი: 30/01/2020 წ.) თანახმად, №01.19.36.014.570 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მს ბილდერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №404552382). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B19115002, მომზადების თარიღი: 22/10/2019 წ.), შპს „მს ბილდერი“-ს დირექტორს წარმოადგენს მამუკა ლომიტაშვილი (პ/ნ: №01008031047). 2020 წლის 18 მარტის №AR1740943 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მამუკა ლომიტაშვილის მიერ განმცხადებლის - ილია ხავთასის სახელზე გაცემული 2020 წლის 27 მაისის მინდობილობა, რომლითაც დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 5449.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 571.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 559.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 7693.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №4145752 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 ივნისი, 2020გადაწყვეტილება4976096 - თანხმობა
- 4 ივნისი, 2020ქალაქის პასუხი
- 4 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 4 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 1 ივნისი, 2020ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 21 ივლისი, 2020
- 2 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი
- 2 აპრილი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა