ქალაქი თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, კინოთეატრი "სიხარული"
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4932116
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 აპრილი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სერგო კვანტალიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405126448
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.02.018.015
- მესაკუთრე
- სახელმწიფო
- ფართობი
- 3 184 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.02.018.015საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1741490
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 მარტი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის N4872291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 24 მარტს №AR1741490 განცხადებით მომართა სერგო კვანტალიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის N4872291 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ემუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის24 თებერვლის N4872291 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, თემქის დასახლება, კინოთეატრი "სიხარული", N01.12.02.018.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 24 თებერვლიდან 2020 წლის 7 დეკემბრამდე. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872291 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საერთო ფართობად 20139.6 კვ.მ-ის ნაცვლად 20604.3 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 8595.7კვ.მ-ის ნაცვლად 8591.6 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 3451.4 კვ.მ-ის ნაცვლად 3432.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2360 კვ.მ-ის ნაცვლად 2368.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2199.9 კვ.მ-ის ნაცვლად 2360.1 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 69.6 კვ.მ-ის ნაცვლად 84.6 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 3463.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3766.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ 2020 წლის 24 თებერვლის №4872291 ბრძანებაში არასწორად იქნა დაფიქსირებული ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლები, კერძოდ საცხოვრებელი ფართობი უნდა იყოს 8591.6კვ.მ., საოფისე ფართობი 3432.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 2368.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 2360.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი 84.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 3766.8 კვ.მ და შესაბამისად, საერთო ფართობი 20604.3 კვ.მ. ამასთან, გეგმები არ იცვლება და ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადებისრეგისტრაცია: N882016908308, მომზადების თარიღი: 04/01/2017) თანახმად, N01.12.02.018.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს„ნიუ ჰორიზონ“ (საიდენტიფიკაციოკოდი: N405126448), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B20003089, მომზადების თარიღი: 20/01/2020), შპს„ნიუ ჰორიზონ“-ის დირექტორს წარმოადგენს სერგო კვანტალიანი (პირადი: N62001015364). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის N4872291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილებაქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872291 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 8591.6კვ.მ., საოფისე ფართობად - 3432.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2368.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2360.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 84.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 3766.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 20604.3 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872291 ბრძანებით შეთანხმებული -5.400, -2.700, +21.900, +25.050, +28.200, +31.350, +34.500, +37.650 და +40.800 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის№4872291 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ ქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის №4872291 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი
- 16 აპრილი, 2020ფაილები აიტვირთა
- 16 აპრილი, 2020გადაწყვეტილება4932116 - თანხმობა
- 6 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი
- 6 აპრილი, 2020ფაილები აიტვირთა
- 6 აპრილი, 2020ფაილები აიტვირთა
- 23 მარტი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა