OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, ატენის ქუჩა, N 16ა

AR1742935სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 აპრილი, 2020- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4924836
გადაწყვეტილების თარიღი
8 აპრილი, 2020
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ასათიანი
დეველოპერი (ს/კ)
205186421

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.011.083
მესაკუთრე
ამხანაგობა "ატენი-19"
ფართობი
1 831 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1742935
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
4 აპრილი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 4 აპრილს №AR1742935 განცხადებით მომართა გიორგი ასათიანმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ატენის ქუჩა, №16ა-ში, №01.14.14.011.083 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 31 მარტის №4917807 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატა ავტოსადგომის ფართობი - 5257.9 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად დაფიქსირდა - 26572.9 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებით შეთანხმებული -5.40 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებით შეთანხმებულ ჭრილებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ითხოვს მათ ჩანაცვლებას წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ჭრილებით. სამსახურის მიერ, წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილ ჭრილებზე იცვლება ფილის მასალა, კერძოდ 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებით ჭრილებზე შეთანხმებულია რკინა-ბეტონის ფილა, ხოლო 2020 წლის 4 აპრილს №AR1742935 განცხადებით წარმოდგენილ ჭრილებზე მოცემულია თაბაშირ-მუყაოს ფილა. რაც, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4785110 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 8 აპრილი, 2020გადაწყვეტილება4924836 - უარი
  3. 4 აპრილი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა