OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა თამარაშვილი , N 13

AR1743147სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 აპრილი, 2020- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4924367
გადაწყვეტილების თარიღი
8 აპრილი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე კორძახია
დეველოპერი (ს/კ)
205210261

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.16.004.179
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "ვითიბი ბანკი ჯორჯია" (202906427)
ფართობი
6 419 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1743147
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 აპრილი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 აპრილი, 2020გადაწყვეტილება4924367 - თანხმობა
  2. 8 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 06 აპრილს №AR1743147 განცხადებით მომართა ალექსანდრე კორძახიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა თამარაშვილი, №13-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.16.004.179), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 07 ოქტომბრიდან 2020 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 07 ოქტომბრიდან 2020 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით’’ ნაცვლად დაფიქსირდა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 07 ოქტომბრიდან 2019 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით’’. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 08 აგვისტოს №AR1697268 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 12 თვეზე და სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს მოქალაქე ალექსანდრე კორძახიას 2020 წლის 06 აპრილის №AR1743147 განცხადება. 2.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 07 ოქტომბრიდან 2020 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით’’. 3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 019 წლის 07 ოქტომბრის №4700584 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა