OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , შესახვევი ფაბრიციუსის , N 6

AR1743315სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 აპრილი, 2020- ავლაბარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4938584
გადაწყვეტილების თარიღი
27 აპრილი, 2020
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ოყროშიძე
ორგანიზაცია
30543
დეველოპერი (ს/კ)
405372886

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.01.023.016
მესაკუთრე
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
ფართობი
203 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1743315
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
8 აპრილი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
19 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აპრილი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 8 აპრილს №AR1743315 განცხადებით მომართა ირაკლი ოყროშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 24 იანვრის №4833694 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4688095 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი - ისანი) ფაბრიციუსის შეს. №6-ში, №01.17.01.023.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 28 სექტემბრიდან 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 24 იანვრის №4833694 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4688095 ბრძანებაში დამკვეთთან დაკავშირებით და დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,მზიური’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405372886). საგულისხმოა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი განცხადებით, მოთხოვნილია ზემოაღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის ვადის გაგრძელება, თუმცა 2019 წლის 27 სექტემბრის №4688095 ბრძანების ნაცვლად მითითებულია სამსახურის 2020 წლის 24 იანვრის №4833694 ბრძანება. სამსახურის 2020 წლის 24 იანვრის №4833694 ბრძანებით განხორციელდა მხოლოდ დამკვეთის ცვლილება. სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4688095 ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ აღნიშნული ბრძანებით მშენებლობას 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით აქვს ვადა. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4688095 ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 57-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე მოთხოვნა შეიძლება დარეგისტრირებულ იქნას მშენებლობის ვადის ამოწურვამდე, მშენებლობის ვადის ამოწურვის მოახლოვებისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ცვლილება შეიტანოს სამსახურის 2019 წლის 27 სექტემბრის №4688095 ბრძანებაში. დამატებით, განგიმარტავთ, რომ სამომავლოდ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნით (მშენებლობის ვადის ამოწურვის მოახლოვებისას) განცხადება შესაძლებელია დაარეგისტრიროთ შემდეგი ნომენკლატურით: ელექტრონული განცხადებები - მშენებლობის ნებართვა - საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები - სასტუმრო, განსაზღვროთ შენობის პარამეტრები, ქმედებაში აირჩიოთ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ქვექმედებაში - ვადაგაუსვლელი. განცხადების დარეგისტრირებისას პროგრამა pdf ფაილის სახით ავტომატურად განგისაზღვრავთ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და პასუხი გეცნობებათ კანონით დადგენილ ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 აპრილი, 2020გადაწყვეტილება4938584 - უარი
  3. 8 აპრილი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა