ქალაქი თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი, N 66ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4994199
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 ივნისი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მამუკა არევაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400015032
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.01.005.047
- მესაკუთრე
- შპს "ველაჯიო" (204469413) (204469413)
- ფართობი
- 1 419 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.01.005.047საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1749726
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 მაისი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 ივნისი, 2020ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 22 მაისს №AR1749726 განცხადებით მომართა მამუკა არევაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირი, №66ა-ში, №01.12.01.005.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 30 მარტიდან 2021 წლის 30 მარატის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელს სურს, საოფისე ფართობად 5411.85 კვ.მ-ის ნაცვლად 5358.01 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 55.5 კვ.მ-ის ნაცვლად 47.01 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 13402.71 კვ.მ-ის ნაცვლად 13340.38 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა წარმოდგენილ გეგმა ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებაში საოფისე ფართობი უნდა იყოს 5358.01 კვ.მ., დამხმარე ფართობი - 47.01 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობი - 13340.38 კვ.მ. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ 0.00, 4.20, 7.40, 10.60, 13.80, 17.00, 20.20, 23.40, 26.60, 29.80, 33.00 და 36.20 ნიშნულის გეგმებზე ფართობებისა და ექსპლიკაციების დაზუსტება (შესწორება). ასევე, გეგმებზე საცხოვრებელი და კომერციული ფართობების გასწორება გავლენას არ ახდენს ბრძანებაში დაფიქსირებულ ამავე ფართობებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებაში და საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 5358.01 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 47.01 კვ.მ., საერთო ფართობად - 13340.38 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებით შეთანმხებული 0.00, 4.20, 7.40, 10.60, 13.80, 17.00, 20.20, 23.40, 26.60, 29.80, 33.00 და 36.20 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915614 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 ივნისი, 2020გადაწყვეტილება4994199 - თანხმობა
- 19 ივნისი, 2020ქალაქის პასუხი
- 18 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 7 ივნისი, 2020ქალაქის პასუხი
- 7 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 5 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა