ქალაქი თბილისი , ხეხილსანერგე მეურნეობა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5052858
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 აგვისტო, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თორნიკე დადიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204576066
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 81.21.02.207
- მესაკუთრე
- შპს "გუდაური სქი რესორტ" (204576066)
- ფართობი
- 123 769 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1754661
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 ივნისი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 აგვისტო, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 17 ივნისს №AR1754661 განცხადებით მომართა თორნიკე დადიანმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში, შპს “გუდაური სქი რესორტ”-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №81.21.02.207), სასტუმროს ტიპის კოტეჯი №4-ის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 06 მარტიდან 2020 წლის 06 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ითხოვს საერთო ფართობად 545.9 კვ.მ-ის ნაცვლად 569.0 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 252.4 კვ.მ-ის ნაცვლად 208.1 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 84.2 კვ.მ-ის ნაცვლად 150.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 84.3 კვ.მ-ის ნაცვლად 88.6 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 117.0 კვ.მ-ის ნაცვლად 113.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 569.0 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 208.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 150.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად 88.6 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად 113.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებით შეთანხმებული 0.00/-0.90/-2.20 და 2.89/3.82 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 აგვისტო, 2020გადაწყვეტილება5052858 - თანხმობა
- 31 ივლისი, 2020ქალაქის პასუხი
- 31 ივლისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 24 ივლისი, 2020ქალაქის პასუხი
- 24 ივლისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 14 ივლისი, 2020ქალაქის პასუხი
- 14 ივლისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 29 ივნისი, 2020ქალაქის პასუხი
- 29 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 17 ივნისი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
თანხმობები და ბრძანებები1
- არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 06 მარტის №4887817 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გასწორებული გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა