ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 57
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5022294
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 ივლისი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა ნუცუბიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405296120
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.028.089
- მესაკუთრე
- შპს "Mores Company" (400069714)
- ფართობი
- 4 540 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.028.089საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1757864
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 ივლისი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 11 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 ივლისი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 02 ივლისს №AR1757864 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა №57-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.14.028.089), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 17 თებერვლის №4862636 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 თებერვლიდან 2022 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საზაფხულო ფართობად 2165.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2070.5 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 15772.6 კვ.მ-ის ნაცვლად 15677.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №902019933492, მომზადების თარიღი: 20/12/2019 წ.) ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა №57-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.10.14.028.089), მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თანამედროვე სახლი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405296120). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B19118544, 28/10/2019 წ.) შპს „თანამედროვე სახლი“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლანა ქაჯაია. წინამდებარე განცხადებით ასევე წარმოდგენილია ლანა ქაჯაიას მიერ პაატა ნუცუბიძის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 200432465, რეგისტრაციის თარიღი: 10.07.2020 წ.), რომლითაც დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 2070.5 კვ.მ., საერთო ფართობი: 15677.7 კვ.მ. 2. სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებით შეთანხმებული +5.900, +12.500, +15.800, +19.100, +22.400 და +29.000 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმებით. 3. სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4730632 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 ივლისი, 2020გადაწყვეტილება5022294 - თანხმობა
- 11 ივლისი, 2020ქალაქის პასუხი
- 11 ივლისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 9 ივლისი, 2020ფაილები აიტვირთა
- 2 ივლისი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა