ქალაქი თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5054596
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 აგვისტო, 2020
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ კვინიკაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404940070
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.016.099
- მესაკუთრე
- შპს "ნიუ კაპიტალი" (404940070)
- ფართობი
- 299 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.016.099საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1765885
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 4 აგვისტო, 2020
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 აგვისტო, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: 1. "ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი" - წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით არ იკითხება ფასადიდან გამოწეული აბრის წარწერა, დამატებით ატვირთეთ ისეთი ხედის ფოტომონტაჟი, სადაც კარგად და მკაფიოდ გამოჩნდება ფასადიდან გამოწეული აბრის წარწერა. ცნობისათვის: საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად "საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს". "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. 2. ნომენკლატურაში არჩეული გაქვთ "შენობა-ნაგებობების ფასადისა და სახურავის სარემონტო და მოსაპირკეთებითი სამუშაოები, როცა ხდება ფერისა ად მასალის ცვლილება"., თუმცა ფოტომონტაჟის მიხედვით ხდება მხოლოდ სარეკლამო აბრის მოწყობა, განმარტეთ ამის შესახებ და თუ სარეკლამო აბრასთან ერთად ხდება სხვა მოსაპირკეთებითი სამუსაოების განხორციელებაც, მაშინ ასახეთ ფოტომონტაჟზეც და გაითვალისწინეთ: მინდობილობა წარმომადგენლობას ითვალისწინებს აბრის მოწყობაზე, საჭირო იქნება წარმოადგინოთ მინდობილობა, რომელიც ითვალისწინებს მინდობილი პირის წარმომადგენლობას სამსახურში ყველა იმ საპროექტო სამუშაოების შეთანხმებაზე რაც დაგეგმილია მიმდინარე განცხადებით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 აგვისტო, 2020გადაწყვეტილება5054596 - სხვა
- 4 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა