OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიდი ლილო

AR1765909სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 აგვისტო, 2020- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5076220
გადაწყვეტილების თარიღი
24 აგვისტო, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ადილ პირიევი
ორგანიზაცია
14700
დეველოპერი (ს/კ)
434159947

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.08.16.426
მესაკუთრე
შპს "Mar-mot" (434159947)
ფართობი
1 701 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1765909
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 აგვისტო, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 აგვისტო, 2020გადაწყვეტილება5076220 - თანხმობა
  2. 24 აგვისტო, 2020ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 4 აგვისტოს №AR1765909 განცხადებით მომართა ადილ პირიევმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებით დადასტურდა, ქ. თბილისში, დიდი ლილო, №81.08.16.426 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, №1 შენობის ფასადის სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოების (გაბარიტების უცვლელად) შესაძლებლობა. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებაში, კერძოდ მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებაში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები მიეთითა არასწორად, „№1 შენობის ფასადის სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოების (გაბარიტების უცვლელად)” ნაცვლად დაფიქსირდა „№1 შენობის სახურავის მასალის ცვლილება ქანობისა და კეხის უცვლელად“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2020 წლის 26 ივლისის №AR1762619 განცხადებით სამსახურს მომართა ადილ პირიევმა და მოითხოვა ქ. თბილისში, დიდი ლილო, №81.08.16.426 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე №1 შენობის ფასადის სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოების (გაბარიტების უცვლელად) შესაძლებლობის დადასტურება. სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიეთითა განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებაში და განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებად „შენობა №1 სახურავის მასალის ცვლილებას ქანობისა და კეხის უცვლელად“ ნაცვლად დაფიქსირდეს „№1 შენობის ფასადის სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები (გაბარიტების უცვლელად)”. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5040785 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 4 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა