OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა გოგებაშვილი , N 48

AR1767741სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 აგვისტო, 2020- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5087926
გადაწყვეტილების თარიღი
2 სექტემბერი, 2020
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევანი ჟღენტი
დეველოპერი (ს/კ)
402028505

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.02.052.009
მესაკუთრე
ევგენია მირველოვა (P/N: *********67)
ფართობი
485 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1767741
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
13 აგვისტო, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 სექტემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    2020 წლის 13 აგვისტოს №AR1767741 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 13 აგვისტოს №AR1767741 განცხადებით მომართა ლევანი ჟღენტმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 23 ივლისის №5031986 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 23 ივლისის №5031986 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გოგებაშვილის ქ. №48-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 23 ივლისიდან 2020 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 23 ივლისის №5031986 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ითხოვს ავტოსადგომის ფართობად 200 კვ.მ-ის ნაცვლად 377 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 ივლისის №5031986 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის გეგმაზე დაფიქსირებული ავტოსადგომები წარმოადგენს ღია ავტოსადგომებს, რომლებიც ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ შედის და აქედან გამომდინარე, ავტოსადგომის ფართობში, ისევე როგორც საერთო ფართობში ვერ დაფიქსირდება. თუმცა, შესაძლებელია ღია ავტოსადგომების ცალკე ფართობად დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ღია ავტოსადგომების ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 23 ივლისის №5031986 ბრძანებით შეთანხმებულის იდენტური მხოლოდ I სართულის გეგმა/ექსპლიკაციით (გეგმარების შეცვლის გარეშე) ღია ავტოსადგომების ცალ-ცალკე ფართობების დატანით და შესაბამისი მონიშვნით (სხვა გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2020 წლის 13 აგვისტოს №AR1767741 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 სექტემბერი, 2020გადაწყვეტილება5087926 - სხვა
  3. 13 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა