ქალაქი თბილისი, გიორგი დანელიას ქუჩა, N 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5149637
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 ოქტომბერი, 2020
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გოჩა ახვლედიანი
- ორგანიზაცია
- 12419
- დეველოპერი (ს/კ)
- 400119073
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.06.006.084
- მესაკუთრე
- შპს "ჩემი სახლი" (400119073)
- ფართობი
- 11 837 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.06.006.084საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1768256
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 9 სექტემბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 40 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2020 წლის 17 აგვისტოს №AR1768256 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599018 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2020 წლის 30 სექტემბრის №5124628 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები არ იქნა შევსებული. კერძოდ, არ არის დაზუსტებული მოთხოვნა საოფისე და დამხმარე ფართობებთან დაკავშირებით. ამასთან, არ არის წარმოდგენილი სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599018 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული 0.000, +3.400, +6.800, +10.200, +13.600 და +17.000 ნიშნულის გეგმები. განგიმარტავთ, რომ წარმოდგენილ გეგმებზე დატანილი საერთო სარგებლობის სან. კვანძებისა და სამზარეულოს ფართობები წარმოადგენს დამხმარე ფართებს, ხოლო, წარმოდგენილი გეგმების მიხედვით შეყვანილია საოფისე ფართობში. შესაბამისად, საერთო სარგებლობის სან. კვანძებისა და სამზარეულოს ფართობები შეყვანილ უნდა იქნას დამხმარე ფართობში და აქედან გამომდინარე დაზუსტებულ უნდა იქნას მოხოვნა საოფისე და დამხმარე ფართობებთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან, სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599018 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები დამუშავებულია „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად, ხოლო, წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია აღნიშნული გეგმების ჩანაცვლება, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნას ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად დამუშავებული, სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4599018 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური 0.000, +3.400, +6.800, +10.200, +13.600 და +17.000 ნიშნულის გეგმები, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩევნებლების შესაბამისი ექსპლიკაციების დატანით, გეგმარების ცვლილების გარეშე (სხვა სართულის გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის). ვინაიდან, სამსახურის 2020 წლის 30 სექტემბრის №5124628 ბრძანებას გაეცანით 2020 წლის 01 ოქტომბერს, ხოლო ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება სამსახურში წარმოადგინეთ 2020 წლის 16 ოქტომბერს, ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 30 სამუშაო დღიდან დარჩენილია 20 (ოცი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, თქვენი 2020 წლის 17 აგვისტოს №AR1768256 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 ოქტომბერი, 2020გადაწყვეტილება5149637 - სხვა
- 16 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 15 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 17 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა