ქალაქი თბილისი, ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, N 24
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5106636
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 სექტემბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა მჭედლიძე
- ორგანიზაცია
- 51667
- დეველოპერი (ს/კ)
- 405008922
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.023.158
- მესაკუთრე
- შპს "ვესთ საიდ" (405008922)
- ფართობი
- 1 507 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.023.158საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1769339
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 აგვისტო, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 სექტემბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 23 აგვისტოს №AR1769339 განცხადებით მომართა პაატა მჭედლიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა №24-ში, შპს ,,ვესთ საიდ“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.13.023.158), მრავალფუნქციური კომპლექსის (ბლოკი 2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 734.95 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 722.62 კვ.მ., დამხმარე ფართობი 309.44 კვ.მ-ის ნაცვლად 320.20 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1300.37 კვ.მ-ის ნაცვლად 1263.45 კვ.მ., საერთო ფართობი 7249.24 კვ.მ-ის ნაცვლად 7230.28 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამატებულ უნდა იქნას გამორჩენილი სარდაფის ფართობი (19.53 კვ.მ.). შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ– სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 722.62 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 320.20 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 1263.45 კვ.მ., საერთო ფართობი: 7230.28 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამატებულ უნდა იქნას სარდაფის ფართობი: 19.53 კვ.მ. სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანებით შეთანხმებული +42.900 და +46.200 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ივნისის №4979460 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 სექტემბერი, 2020გადაწყვეტილება5106636 - თანხმობა
- 15 სექტემბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 15 სექტემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 15 სექტემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 23 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა