OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ლუბლიანას ქუჩა N70

AR1770021სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 აგვისტო, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5082483
გადაწყვეტილების თარიღი
27 აგვისტო, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვალერი მიმინოშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405062523

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.01.010.089
მესაკუთრე
შპს "სამედიცინო ინოვაციების ცენტრი" (405062523)
ფართობი
4 566 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1770021
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 აგვისტო, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აგვისტო, 2020ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 26 აგვისტოს №AR1770021 განცხადებით მომართა ვალერი მიმინოშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, ლუბლიანას ქუჩა №70-ში, შპს "სამედიცინო ინოვაციების ცენტრი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.01.010.089) საავადმყოფოს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სამსხურის 2020 წლის 5 აგვისტოს №5054699 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში (საერთო, საოფისე, საზაფხულო, სარდაფის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და ავტოსადგომის ფართობებთან დაკავშირებით, ამასთან სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში დაფიქსირებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა კომერციული, პალატების და საორდინატოროს ფართობები). ასევე, ჩანაცვლდა გეგმები. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელს სურს გამორჩენილი შახტის ფართობის - 591.70 კვ.მ-ის დამატება, დამხმარე ფართობად 6958.84 კვ.მ-ის ნაცვლად - 7062.99 კვ.მ-ის და საერთო ფართობად 14655.09 კვ.მ-ის ნაცვლად 15350.94 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში შახტის ფართობი უნდა იყოს - 591.70 კვ.მ., დამხმარე ფართობი - 7062.99 კვ.მ., საერთო ფართობი - 15350.94 კვ.მ. ამასთან, გეგმარება არ იცვლება უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს შახტის ფართობი 591.70 კვ.მ,, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს - 7062.99 კვ.მ., საერთო ფართობად - 15350.94 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანებით შეთანხმებული -4.00, 0.00, +3.60, +7.20, +10.65, +14.10, +17.55, +21.00, +24.45, +27.90, +31.35, +34.35 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5011092 და 2020 წლის 5 აგვისტოს №5054699 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 აგვისტო, 2020ქალაქის პასუხი
  3. 27 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა
  4. 27 აგვისტო, 2020გადაწყვეტილება5082483 - თანხმობა
  5. 26 აგვისტო, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა