ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 113
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5125259
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 ოქტომბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი დალაქიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400199370
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.003.094
- მესაკუთრე
- შპს "კ 1" (400199245)
- ფართობი
- 6 039 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.003.094საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1771364
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 სექტემბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 ოქტომბერი, 2020გადაწყვეტილება5125259 - თანხმობა
- 1 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 03 სექტემბერს №AR1771364 განცხადებით მომართა გიორგი დალაქიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, ქუჩა თ. ერისთავი, №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.094), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №4) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 23 სექტემბრიდან 2020 წლის 23 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებით შეთანხმებულ პარკინგების გადანაწილების სქემაზე დატანილია №4 სახლისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომები (23 ავტოსადგომი), რომლის ფართობი (341.6 კვ.მ.) ბრძანებაში არ არის დაფიქსირებული. ასევე, №4 სახლისთვის განკუთვნილი ანალოგიური რაოდენობის ღია ავტოსადგომები (23 ავტოსადგომი) არის დატანილი სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმებულ პარკინგების გადანაწილების განახლებულ სქემაზე. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების ფართობის (341.6 კვ.მ.) სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, პარკინგების გადანაწილების სქემაზე დანატილ იქნა ღია ავტოსადგომების ფართობები (23 ავტოსადგომი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებაში და ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომები: 341.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებით შეთანხმებული პარკინგების გადანაწილების სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი პარკინგების გადანაწილების სქემით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4655542 გადაწყვეტილებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 სექტემბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 28 სექტემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 23 სექტემბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 23 სექტემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა