ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N29, კორპუსი N2; კორპუსი N3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5166180
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 ოქტომბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 20 ივნისი, 2018 – 20 იანვარი, 2019
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სოფიო ბერიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400216823
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.003.093
- მესაკუთრე
- შპს "კ 1" (400199245)
- ფართობი
- 2 786 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.003.093საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1777585
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 ოქტომბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 27 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 02 ოქტომბერს №AR1777585 განცხადებით მომართა სოფიო ბერიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქუჩა №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.12.003.093) შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული (სექტორი №1; ბლოკი №2) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, №2 ბლოკისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები (27 ავტოსადგომი), რომლის ფართობი (401 კვ.მ.) ბრძანებაში არ არის დაფიქსირებული. 27 ღია ავტოსადგომიდან 5 ღია ავტოსადგომი (74.3 კვ.მ.) მდებარეობს №01.12.12.003.093 საკადასტრო ერთეულზე, ხოლო 22 ღია ავტოსადგომი (326.7 კვ.მ.) - №01.12.12.003.094 საკადასტრო ერთეულზე. ასევე, №2 ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომები (27 ავტოსადგომი) არის დატანილი სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმებულ ავტოსადგომების გადანაწილების განახლებულ სქემაზე. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების ფართობის (საერთო ფართობით: 401 კვ.მ.) სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებაში დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, ავტოსადგომების გადანაწილების სქემაზე დატანილ იქნა №2 ბლოკისთვის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომების ფართობები (27 ავტოსადგომი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებაში და დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: “ №2 ბლოკისთვის დაფიქსირდეს 27 ღია ავტოსადგომი (ფართობი 401 კვ.მ.), რომლიდანაც №01.12.12.003.093 საკადასტრო ერთეულზე განისაზღვროს 5 (ხუთი) ღია ავტოსადგომი 74.3 კვ.მ. ფართობით, ხოლო, №01.12.12.003.094 საკადასტრო ერთეულზე - 22 ღია ავტოსადგომი 326.7 კვ.მ. ფართობით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ავტოსადგომების გადანაწილების სქემით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის №4024185 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 ოქტომბერი, 2020გადაწყვეტილება5166180 - თანხმობა
- 16 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 16 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 2 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა