ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია , (ყოფ. კახოვსკი) , N 10
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5144657
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ოქტომბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 28 იანვარი, 2020 – 28 იანვარი, 2022
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ხოსრუაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405074672
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.06.008.074
- მესაკუთრე
- შპს "კედიას 10" (405074672)
- ფართობი
- 1 271 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.06.008.074საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1780790
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 8 ოქტომბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 08 ოქტომბერს №AR1780790 განცხადებით მომართა ნინო ხოსრუაშვილმა და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კედიას ქუჩა (ყოფ. კახოვსკი) №10-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.06.008.074) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 1269.6კვ.მ-ის ნაცვლად 1276.2კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7131.9 კვ.მ-ის ნაცვლად 7138.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებით შეთანხმებული ფასადის (ლ-ა ღერძებში) მიხედვით +15.30 და 25.20 ნიშნულს შორის მდებარეობს +18.60 და 21.90 ნიშნული, რომლებიც არ არის ასახული (გამორჩენილია) აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმების ფაილში, შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს +18.60 და 21.90 ნიშნულების გეგმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1276.2 კვ.მ., საერთო ფართობად 7138.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი +18.60 და 21.90 ნიშნულების გეგმები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ოქტომბერი, 2020გადაწყვეტილება5144657 - თანხმობა
- 12 ოქტომბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 12 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 8 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 8 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა