OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ბ.ხმელნიცკი , N 48 , (ნაკვეთი N27/19)

AR1784169სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ოქტომბერი, 2020- სამგორი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5170564
გადაწყვეტილების თარიღი
2 ნოემბერი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიგა სანაია
დეველოპერი (ს/კ)
405129258

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.11.027.073
მესაკუთრე
სოსო ქურასბედიანი (P/N: *********09)
ფართობი
1 564 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1784169
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 ოქტომბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 ნოემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 26 ოქტომბერს №AR1784169 განცხადებით მომართა გიგა სანაიამ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ბ.ხმელნიცკი №48-ში, (ნაკვეთი №27/19), არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.11.027.073), მრავალფუნქციური კომპლექსი (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 23 მაისის №3976117 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 მაისიდან 2020 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 19 თებერვლის №4381782 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებაში და დამხმარე ფართობად დაფიქსირდა 67.3 კვ.მ, საერთო ფართობად 6678.1 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებით შეთანხმებული I სართულის გეგმა (0.00 ნიშნული) ჩანაცვლდა 2019 წლის 14 თებერვლის №AR1661814 განცხადებით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებით შეთანხმებულ II სართულის გეგმაზე საოფისე ფართობი №3-ის გრაფაში არასწორად იქნა მითითებული საოფისე და საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შესწორებული II სართულის გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი II სართულის გეგმა შეადარა სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებით შეთანხმებული II სართულის გეგმას და დაადგინა, რომ II სართულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ მასზე ხდება საოფისე ფართობი №3-ის საოფისე და საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლის შესწორება. ამასთან, II სართულის გეგმაზე დაფიქსირებული საოფისე და საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლები ემთხვევა ექსპლიკაციაზე დაფიქსირებულ ამავე ფუნქციის მაჩვენებლებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული II სართულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3955154 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 ნოემბერი, 2020გადაწყვეტილება5170564 - თანხმობა
  3. 26 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა