ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობის II,III და IV მ/რ-ის მიმდებარედ(ინტენსიფიკაციის გზის ზემოთ ნაკვეთი N40); ქალაქი თბილისი , ქუჩა ელგუჯა ამაშუკელი , შესახვევი I , N 34 , მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5181082
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ნოემბერი, 2020
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ივანე მირცხულავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405164441
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.015.402
- მესაკუთრე
- მოჰამად ჰ.მ.ა. ხადერ (P/N: *********90 C/N: 000189638)
- ფართობი
- 899 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.015.402საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1784494
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 4 ნოემბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 დეკემბერი, 2020ვადა გაგრძელდა10 დღით, ახალი ვადა: 22 იანვარი, 2021
- 10 ნოემბერი, 2020ქალაქის პასუხი
2020 წლის 04 ნოემბრის №AR1784494 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 04 ნოემბერს №AR1784494 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 13 აპრილის №4928188 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 13 აპრილის №4928188 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის II, III და IV მ/რ-ის მიმდებარედ (ინტენსიფიკაციის გზის ზემოთ ნაკვეთი №40); ქალაქი თბილისი, ქუჩა ელგუჯა ამაშუკელი, შესახვევი I, №34, მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.16.015.402), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 07 ივლისის №5011408 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 07 ივლისიდან 2022 წლის 07 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 13 აპრილის №4928188 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1665.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1720.5 კვ.მ., საერთო ფართობი 4474.8 კვ.მ-ის ნაცვლად 4529.6 კვ.მ. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 13 აპრილის №4928188 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე საცხოვრებელი ფართობები დატანილია საზაფხულო ფართობებთან ერთად. საჭიროა გეგმებზე საცხოვრებელი ფართობების ცალკე დაფიქსირება და გეგმებზე შესაბამისი ექსპლიკაციების დატანა, თითოეულ სართულზე ჯამური ფართობების დაფიქსირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 13 აპრილის №4928188 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები, მხოლოდ ფართობების გასწორებით (საცხოვრებელი ფართობის ცალკე დაფიქსირებით და ექსპლიკაციების დატანით), გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2020 წლის 04 ნოემბრის №AR1784494 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ნოემბერი, 2020გადაწყვეტილება5181082 - სხვა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა