ქალაქი თბილისი , ჩოლოყაშვილის ქ. I კვარტალი N5ბ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა მეგობრობა , N 44-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ჩოლოყაშვილის ქ. I კვარტალი N5ბ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა მეგობრობა , N 44-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5168820
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 ნოემბერი, 2020
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან ბებია
- დეველოპერი (ს/კ)
- 206114202
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.14.003.633
- მესაკუთრე
- შპს "მონიო" (206114202)
- ფართობი
- 18 177 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.14.003.633საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-3
- K1
- 0,3
- K2
- 1
- K3
- 0,5
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1785108
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 29 ოქტომბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 ნოემბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2020 წლის 29 ოქტომბრის AR1785108 განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: № 01.17.14.003.633) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას აუზის განთავსების მიზნით. პასუხად გაცნობებთ, რომ საკითხის განსახილველად საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი _ -ვინაიდან საპრეოქტო მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს განაშენიანების რეგულირების მინიმალურ პარამეტრებს, ინდივიდუალური პარამეტრების დასადგენად უნდა მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შესაბამისი მოთხოვნის კუთხით და შემდგომ წარმოადგინოთ სპეციალური ნებართვა აღნიშნულის თაობაზე. -საჭიროა მოიხსნას შეზღუდვა დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე და ამონაწერში აღნიშნული შეზღუდვა აღარ ფიქსირდებოდეს. -წარმოადგინეთ საპროექტო აუზის მიწის ნაკვეთზე განთავსების სქემა. ასევე, სქემაზე დაიტანეთ საპროექტო აუზსა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის მანძილები. (გაითვალისწინეთ - დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 3 მეტრს; ბუჩქების შემთვევაში 1.5 მეტრს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება აღნიშნული მანძილების დაცვა წარმოსადგენი გექნებათ უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის დასკვნა (დენდროლოგიური პროექტი) ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მდგომარეობის, სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10სმ სიმაღლეზე და ტაქსაცია არსებული ხე/ნარგავების მოჭრა/გადატანაზე, შესაბამისი ექსპლიკაციითა და ნუმერაციით). -დაცული იქნას სერვიტუტი. -არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ....ფოტოსურათების pdf ფაილი : დამატებით წარმოსადგენია განახლებული, დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. -საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია საპრეოქტო მიწის ნაკვეთზე განთავსებული საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. -ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე გადის ხაზოვანი ნაგებობა (ს/კ 01.01.834; მესაკუთრე: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“), საჭიროა წარმოადგინოთ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს თანხმობა მშენებლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, როგორც წერილობითი, ასევე დამოწმებული გრაფიკული მასალის (გენგეგმის) სახით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 30 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში 2020 წლის 29 ოქტომბრის AR1785108 განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 ნოემბერი, 2020გადაწყვეტილება5168820
- 29 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 29 ოქტომბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- [number]_[number]_53) TOPO-GEGMA.dwg
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა