OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა , N 9

AR1787710სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 ნოემბერი, 2020- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5265510
გადაწყვეტილების თარიღი
27 იანვარი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნოდარ სანდუხაძე
დეველოპერი (ს/კ)
405133822

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.05.029.302
მესაკუთრე
შპს იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი (405133822)
ფართობი
8 780 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1787710
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 ნოემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
7

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 იანვარი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 12 ნოემბერს №AR1787710 განცხადებით მომართა ნოდარ სანდუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა №9-ში (ს/კ: №01.11.05.029.302), სექტორ 2-ში მრავალფუნქციური შენობის “ა” ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 31 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №4108542 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საცხოვრებელი ფართობი: 5776.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 877.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 984.4 კვ.მ, საერთო ფართობი: 8514.0 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები, გარდა ავტოსადგომების სქემისა, ჩანაცვლდა 2018 წლის 27 ივლისის №AR1619203 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით სექტორი 2-ში “ა” ბლოკისთვის განკუთვნილია 29 (ოცდაცხრა) ღია ავტოსადგომი, რომლის ფართობი ბრძანებაში არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში დაფიქსირებას. სამსახურმა წარმოდგენილი და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების სქემის მიხედვით, სექტორი 2-ში “ა” ბლოკისთვის განკუთვნილია 29 (ოცდაცხრა) ღია ავტოსადგომი 362.5 კვ.მ., რომლებიც განთავსებულია №01.11.05.029.301 საკადასტრო ერთეულზე. შესაბამისად, სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე შესაძლებელია დაფიქსირდეს 29 (ოცდაცხრა) ღია ავტოსადგომის ფართობი (362.5 კვ.მ) №01.11.05.029.301 საკადასტრო ერთეულზე. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი და სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების სქემა ერთმანეთთან შესაბამისობაშია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებაში და დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: „სექტორი 2-ში “ა” ბლოკისთვის დაფიქსირდეს 29 (ოცდაცხრა) ღია ავტოსადგომი 362.5 კვ.მ. ფართობით, №01.11.05.029.301 საკადასტრო ერთეულზე.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ავტოსადგომების სქემით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4044144 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 იანვარი, 2021გადაწყვეტილება5265510 - თანხმობა
  3. 26 იანვარი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 26 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 22 იანვარი, 2021ქალაქის პასუხი
  6. 22 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 13 იანვარი, 2021ქალაქის პასუხი
  8. 13 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა
  9. 23 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
  10. 22 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
  11. 18 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
  12. 17 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
  13. 4 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
  14. 4 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
  15. 12 ნოემბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები7

ყველას ჩვენება (7)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა