OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი , მიკრო/რაიონი II , კორპუსი N21-ის მიმდებარედ

AR1789101სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება19 ნოემბერი, 2020- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5192512
გადაწყვეტილების თარიღი
19 ნოემბერი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თეიმურაზ ცაავა
დეველოპერი (ს/კ)
405186365

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.003.152
მესაკუთრე
შპს "ენსი გრუპი" (405186365)
ფართობი
510 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1789101
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
19 ნოემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ნოემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 19 ნოემბერს №AR1789101 განცხადებით მომართა თეიმურაზ ცაავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის და ფუნქცია/დანიშნულების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დასახლება ვარკეთილი, მიკრო/რაიონი II, კორპუსი №21-ის მიმდებარედ არსებულ, №01.19.20.003.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მაღაზიის (ფუნქცია/დანიშნულება: კომერციული (სავაჭრო)) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებაში, საპროექტო ობიექტად “მაღაზიის“ ნაცვლად დაფიქსირებულია „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი“, ხოლო, ფუნქცია/დანიშნულებად „კომერციული (სავაჭრო)“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „ავტოსერვისი“. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურს 2020 წლის 06 სექტემბერს №AR1772788 განცხადებით მომართა თეიმურაზ ცაავამ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, დასახლება ვარკეთილი, მიკრო/რაიონი II, კორპუსი №21-ის მიმდებარედ არსებულ, №01.19.20.003.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მაღაზიის (ფუნქცია/დანიშნულება: კომერციული (სავაჭრო)) მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებით. თუმცა, საპროექტო ობიექტი და ფუნქცია/დანიშნულება არასწორად იქნა მითითებული. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა საინფორმაციო დაფა, სადაც ობიექტის ფუნქცია/დანიშნულებად მითითებულ იქნა კომერციული (სავაჭრო). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 15 ივლისის №ბ01.012019719 ბრძანებით კომერციული (სავაჭრო) ობიექტის განთავსებისთვის ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებაში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს: მაღაზია, ფუნქცია/დანიშნულება: კომერციული (სავაჭრო). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5156835 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 ნოემბერი, 2020გადაწყვეტილება5192512 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა