OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი/ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 35/52

AR1790749სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 დეკემბერი, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ია დარსაველიძე
დეველოპერი (ს/კ)
715239854

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.06.015.014
მესაკუთრე
შპს როიალ გროუფ (404475769)
ფართობი
2 814 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1790749
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 დეკემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
30 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 იანვარი, 2021ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი NAR1790749 ელექტრონული განაცხადი, რომლის პასუხად გაცნობებთ, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის №2169343 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, აკაკი წერეთლის გამზ. N35-37-ში, აკაკი წერეთლის გამზ. N39-ში, ვ. ბაგრატიონის ქ.N52-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ( საკ. კოდი №01.13.06.015.009; №01.13.06.015.011; №01.13.06.015.008) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალფუნქციური - საზოგადოებრივი კომპლექსის მე-4 სექტორის B ბლოკის არქიტექტურული პროექტი. 2016 წლის 1 თებერვლის №2408387 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, აკაკი წერეთლის გამზ. N35-37-ში/ აკაკი წერეთლის გამზ. N39-ში/ვ. ბაგრატიონის ქ.N52, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.13.06.015.014 ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალფუნქციური - საზოგადოებრივი კომპლექსის მე-4 სექტორის B ბლოკის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. 2018 წლის 3 დეკემბრის №4287411 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 1 თებერვლის №2408387 ბრძანებაში: ბრძანების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 3 ივნისი ჩათვლით.“. 2019 წლის 15 იანვრის № 4322102 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი/ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 35/52; კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.13.06.015.014), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2019 წლის 22 იანვრის № 4345393 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით.“ 2019 წლის 28 ივნისის № 4565783 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4322102 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +0.00, +6.60, +10.50 და +101.05 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე, ამ ეტაპზე სამსახურში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 ნოემბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა