ქალაქი თბილისი , სოფელი დიდი ლილო
- საერთო ფართობი
- 2 461 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 2 690,4 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 4 000 მ²
- სიმაღლე
- 13,4 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 3,7 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 25 106,4 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5285278
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 თებერვალი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ასლან დავითაძე
- ორგანიზაცია
- 31938
- დეველოპერი (ს/კ)
- 406297449
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- ასლან დავითაძე
- პირადი ნომერი
- *********66
- ორგანიზაცია
- შ.პ.ს. "დამი"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 406297449
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- გიორგი კაპანაძე
- პირადი ნომერი
- *********78
- ორგანიზაცია
- შ.პ.ს. "st.ART"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 400022104
- თანაავტორები
- სახელი
- შაქრო ტყემალაძე
- სპეციალისტიარქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან
- სახელი
- ნათია ბარნაბიშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 81.08.16.293
- მესაკუთრე
- შპს "დამი" (406297449)
- ფართობი
- 4 000 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- ზონა
- სასოფლო-სამეურნეო
- ქვეზონა
- sofz
- K1
- 0
- K2
- 0
- სასოფლო-სამეურნეო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1790816
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 30 დეკემბერი, 2020
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 43 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 თებერვალი, 2021ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 30 მარტი, 2021
- 11 თებერვალი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია,რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1. სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგენილია მხოლოდ სათბურის ასაშნებლად,ხოლო განაცხადით დამატებით წარმოდგენილია ოფისის პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ ოფისი და სათბური კონსტრუქციულად ერთი შენობაა, წარმოადგინეთ შესაბამისი კონსტრუქციული დასკვნა და ნახაზები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოფისი ცალკე მდგომი შენობაა, საჭიროა ახალი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ოფისისთვის. 2.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: ტოპოგრაფიული გეგმის თანახმად, მიწის ნაკვეთს კვეთს ხაზოვანი ნაგებობა და საჭიროა წარმოადგინოთ ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრის პოზიცია და შესაბამისი წესით დამოწმებული გენგეგმა; 3.არსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა -> გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმის pdf ფაილი.: ველში წარმოდგენილ იქნას მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა; 4.არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: საჭიროა წარმოადგინოთ დათარიღებული ფოტოები; 5.შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: გაითვალისწინეთ, რომ დაცული უნდა იყოს წარმოსახვითი საზღვარი ორ შენობას შორის; ..გეგმებზე დაიტანეთ ერთეულების დასახელებები, ასევე დაიტანეთ ექსპლიკაციები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით. ..-3.20 ნიშნულზე დაიტანეთ საკადასტრო საზღვარი; 6.არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან. -> .საექსპერტო შეფასების pdf ფაილი.:: დამატებით წარმოსადგენია ექსპერტის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ..განიმარტოს ოფისის მისაწვდომობის თაობაზე; ..განიმარტოს როგორ ხდება ვ-ზ ღერძებში მოწყობილი კარიდან საზოგადოებრის სივრცეში მოხვედრა, რადგან კარი მიწიდან 1.40 მეტრ სიმაღლეზეა; 7.საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: წარმოდგენილი იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები. ..სატრანსპორტო სქემებთან ერთად წარმოადგინეთ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა მისასვლელის მოწყობის თაობაზე. 8.წარმოდგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. 9.საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. -> .საექსპერტო შეფასების pdf ფაილი.: წარმოდგენილი იქნეს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 10.წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/პროექტი; განგიმარტავთ: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციების ტიპების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები და ა. შ.), ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, გადახურვის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით); ბ) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს; გ) კონსტრუქციული ელემენტების, დეტალების და სამშენებლო მასალების სპეციფიკაციას. 11.წარმოდგენილი იქნას ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება; ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 12.წარმოდგენილ იქნას საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები. ამ ეტაპზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ ზოგადი სახით, ხოლო დაზუსტებული ინფორმაცია ხარვეზებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ გეცნობებათ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ კანონით განსაზღვრულ ვადაში. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 თებერვალი, 2021გადაწყვეტილება5285278
- 30 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 30 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 29 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 29 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 29 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები11
სხვა ფაილები10
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა