ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N29, კორპუსი N4; კორპუსი N5; კორპუსი N6; კორპუსი N7
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5217660
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 დეკემბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 7 აგვისტო, 2020 – 7 თებერვალი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სოფიო ბერიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400199370
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.003.094
- მესაკუთრე
- შპს "კ 1" (400199245)
- ფართობი
- 6 039 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.003.094საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1791428
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 ნოემბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 11 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 27 ნოემბერს №AR1791428 განცხადებით მომართა სოფიო ბერიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს № 5056754 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №113-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.094) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №6) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 07 აგვისტოდან 2021 წლის 07 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, №6 ბლოკისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები (23 ავტოსადგომი), რომლის ფართობი (341.6 კვ.მ.) ბრძანებაში არასწორად არის დაფიქსირებული. ასევე, №6 ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომები (23 ავტოსადგომი) დატანილია სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმებულ ავტოსადგომების გადანაწილების განახლებულ სქემაზე. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების ფართობის (341.6 კვ.მ.) სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებაში დაფიქსირებას. განმცხადებელს ასევე სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას შიდა ავტოსადგომების ფართობი, ვინაიდან აღნიშნული შიდა ავტოსადგომების ფართობი განკუთვნილია №7 ბლოკისთვის. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, ავტოსადგომების გადანაწილების სქემაზე დატანილ იქნა №6 ბლოკისთვის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომების ფართობები (23 ავტოსადგომი). სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს № 5056754 ბრძანებიდან შიდა ავტოსადგომების ფართობის (755.3 კვ.მ.) ამოღებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 3946.2 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებაში და: 1.1.ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელბიდან ამოღებულ იქნას ავტოსადგომების ფართობი 755.3 კვ.მ. აღნიშნულის გათვალისწინებით საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3946.2 კვ.მ. 1.2.ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5.0 პუნქტში დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: ,,5.0. №6 ბლოკისთვის დაფიქსირდეს 23 ღია ავტოსადგომი (ფართობი 341.6 კვ.მ)’’. 1.3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ავტოსადგომების გადანაწილების სქემით. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5217660 - თანხმობა
- 7 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 7 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 27 ნოემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა