OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია , (ყოფ. კახოვსკი) , N 10

AR1793010სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 დეკემბერი, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5219423
გადაწყვეტილების თარიღი
9 დეკემბერი, 2020
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ხოსრუაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405074672

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.06.008.074
მესაკუთრე
შპს "კედიას 10" (405074672)
ფართობი
1 271 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1793010
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
7 დეკემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    2020 წლის 07 დეკემბრის №AR1793010 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 07 დეკემბერს №AR1793010 განცხადებით მომართა ნინო ხოსრუაშვილმა და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კედიას ქუჩა (ყოფ. კახოვსკი) №10-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.06.008.074) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 16 ოქტომბრის №5144657 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 1276.2 კვ.მ., საერთო ფართობად 7138.5 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ამჯერად საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 4535.4 კვ.მ-ის ნაცვლად 4541.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7138.5 კვ.მ-ის ნაცვლად 7144.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმებზე სავენტილაციო შახტის ფართობები შეყვანილია საცხოვრებელ ფართობებში. ვინაიდან, აღნიშნული ფართობები არ არსებობს (სიცარიელეა), ამოღებულ უნდა იქნას საცხოვრებელი ფართობებიდან. ასევე +31.80 ნიშნულზე ლ-კ და 3-1 ღერძებში დატანილი 13.0 კვ.მ ფართობი არასწორად არის შეყვანილი საცხოვრებელ ფართობში. საჭიროა აღნიშნული ფართობიც ამოღებულ იქნას საცხოვრებელი ფართობიდან და შეყვანილ იქნას დამხმარე ფართობში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 28 იანვრის №4837225 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) შესწორებული საცხოვრებელი ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2020 წლის 07 დეკემბრის №AR1793010 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5219423 - სხვა
  3. 7 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა